ახალი ამბები მსოფლიო

მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კომ­პა­ნი­ის „ნი­ბუ­ლონ“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლი, ალექ­სი ვა­და­ტურსკი და მისი მე­უღ­ლე რუ­სე­თის მიერ მი­კო­ლა­ი­ვის რე­გი­ო­ნის და­ბომბვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ტა­ლი კიმი ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წყვი­ლი ქა­ლაქ მი­კო­ლა­ივ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ემსხვერ­პლა რუ­სულ იე­რიშს.

მე­დი­ის ცნო­ბით, „ნი­ბუ­ლო­ნი“, რომ­ლის სა­თაო ოფი­სიც მი­კო­ლა­ივ­ში მდე­ბა­რე­ობს, ხორ­ბლის, ქე­რი­სა და მარ­ცვლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­სა და ექ­სპორტზეა სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი. მას სა­კუ­თა­რი ფლო­ტი და გემთსა­შე­ნი ქარ­ხა­ნა აქვს.

მი­კო­ლა­ი­ვის მერ­მა, ალექ­სან­დრე სენ­კე­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლაქ­ზე ღა­მით რუს­მა აგ­რე­სო­რებ­მა ძლი­ე­რი დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და სამი და­იჭ­რა. ამას­თან, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ასო­ში­ე­ი­ტედ პრე­სის“ ცნო­ბით, რუ­სუ­ლი და­ბომბვის შე­დე­გად, მი­კო­ლა­ივ­ში სას­ტუმ­რო­სა და სკო­ლის შე­ნო­ბე­ბი და­ზი­ან­და.

იტვირთბა....