უყვარდა თავისი საქმე სულით ხორცით, ყველანაირად, – აღნიშნულის შესახებ 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული პილოტის დიმა ქააძის მეუღლემ განაცხადა.
“20 წელი ამ საქმეს მიუძღვნა, ეს მისთვის სიხარული იყო. მოკვლევა მიმდინარეობს და ამას დრო სჭირდება. არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონია”, – აცხადებს დაღუპული პილოტის მეუღლე.
ცნობისთვის, 29 ივლისს სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანი გარდაიცვალა.

