პოლიტიკოსი, კობა დავითაშვილი დღეს 51 წლის გახდებოდა.
იგი 2020 წლის, 2 დეკემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს, რასაც ოჯახი 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემის ფაქტს უკავშირებდა.
კობა დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზებისა და მენეჯმენტის სპეციალობით. კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.

