ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა ესპანეთში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
ცნობისთვის, ეს მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების მეორე შემტხვევაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა – გუშინ ბრაზილიაში დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, ჯანმომ საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.