[su_quote]ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს მუხლმოდრკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ[/su_quote]
ამბობს გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გუშინ, გუდაურში, პარალპლანისტი ტურისტთან ერთად კლდეს შეეჯახა. მათ გადასარჩენად ადგილზე მისული ვერტმფრენი კი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია ტურისტი.