ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნაფიცმა მსაჯულებმა მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს საია იცავდა.

საიას ცნობით, ამავე სხდომაზე სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდების საკითხზე იმსჯელა და მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2022 წლის 24 იანვარს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს, როგორ ახორციელებდნენ მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ ძალადობრივ ქმედებას. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პოლიციელის ქმედება შეფასდა, როგორც არაადამიანური მოპყრობა.

იტვირთბა....