სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს.
პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი სკანდალურ წერილში, მეუფე იაკობის გაფრთხილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება მის მკვლელობას გეგმავდა.
“მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწად-ნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,”ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს “ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია”, – წერს გოგაშვილი.

