ახალი ამბები მსოფლიო

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი პატრიარქი ამ სიაში შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განზრახ უარყოფისთვის, ასევე რუსეთის აგრესიული ქმედებების გამართლებისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმირ პუტინის უახლოესი თანამოაზრე, არის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და არაერთხელ საჯაროდ და დადებითად საუბრობდა რუსეთის აგრესიაზე.

ასევე ღიად უწოდებს უკრაინელ ხალხს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, როგორც „ნაცისტური რეჟიმის მონაწილეებს“, რომლებიც უნდა დეპორტირდნენ ან განადგურდნენ. 2022 წლის 27 თებერვალს პატრიარქმა კირილემ დალოცა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსული ჯარები და მისცა რუსეთის ომს კანონიკური გამართლება“, – ნათქვამია ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

იტვირთბა....