ახალი ამბები საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ელექტრონული სიგარეტის უარყოფით თვისებებზე წერს. NCDC ელ. სიგარეტის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი.

„არა, ელექტრონული სიგარეტი არ გეხმარება თამბაქოზე თავის დანებებაში!

კი, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია შენი ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი!

ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად:

ელ. სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს.

ელ. სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში.

ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ელ. სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.

გაუფრთხილდი საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უთხარი არა თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს“, – წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

იტვირთბა....