ახალი ამბები სამართალი

სოსო გოგაშვილი მზად არის, ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მზად არის, პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, გოგაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გამომძიებლებს უთხრას, როგორ შეასრულეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ხელისუფლების წევრებმა და როგორ გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დედაქალაქის ცენტრიდან.

“ნებისმიერ საქმეზე, რაც გაჟღერებულია მის მიერ, დამიდასტურა მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად”, – აცხადებს გოგაშვილის უფლებადამცველი. 

როგორც ცნობილია აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოსო გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც საუბარია, რომ მუხთარლი სწორედ ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს.

იტვირთბა....