ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე: თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა მაღალ რისკებზე გასულიყო, ანუ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, მაშინ ბატონი ბიძინა აღარ იქნებოდა ოლიგარქი?

[su_quote]პრაქტიკულად ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს, არა მხოლოდ იმას შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ ამ წერილის შინაარსში იკითხება თუ რაზე იყო იქ საუბარი. დამატებით კიდევ ერთი კითხვა — თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა მაღალ რისკებზე გასულიყო, ანუ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, მაშინ ბატონი ბიძინა აღარ იქნებოდა ოლიგარქი? შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმას, რომ ეს შეხვედრა და მისი შინაარსი, საუბარი არ იყო მარტივი. ესაც, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ იყო იმდროისათვის ქვეყნის მთავარ საკითხზე საუბარი, რომელიც ახლაც აქტუალური რჩება, როგორც ბატონი ბიძინა გვეუბნება და ჩვენც პროცესები მიგვანიშნებს, რომ ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის ამოწურული[/su_quote]

განაცხადა “ქართული ოცნებიდან” წამოსულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. დღეს, 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

იტვირთბა....