რუსებმა ხერსონში საკუთარი ვერტმფრენი, ka-52 ჩამოაგდეს, რომელიც შეცდომით რუსულ ტერიტორიებს ბომბავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მტრის ავიაციამ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე სულ ოთხი დარტყმა განახორციელა, აქედან ორი ვერტმფრენით, თუმცა ამ თავდასხმებს უკრაინელ დამცველებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“შუადღისას ოლგინოს რეგიონში (ხერსონის ოლქი) Ka-52 ტიპის ვერტმფრენმა, რომელიც აპირებდა ჩვენს ქვედანაყოფზე თავდასხმას, თავისიანების პოზიციები დაბომბა. ამის გამო, მას რაშისტების საჰაერო თავდაცვამ ცეცხლი გაუხსნა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

