ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“სწრაფად და მკაცრად ვუპასუხებთ” – აშშ-მა უკრაინაში რუსეთის შემდეგი ნაბიჯი დაასახელა

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შემდეგი ნაბიჯი ტერიტორიების ანექსია იქნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთი უნდა დაელოდოს სწრაფ და მკაცრ პასუხს შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.

„ჩვენ ვიცით რუსეთის შემდეგი ნაბიჯის შესახებ. რუსეთი საფუძველს უყრის უკრაინის ტერიტორიის ანექსიას, რაც უკრაინის სუვერენიტეტის პირდაპირი დარღვევაა. თუ რუსეთი გააგრძელებს ანექსიის გეგმების განხორციელებას, ჩვენ სწრაფად და მკაცრად ვუპასუხებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....