ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს

პოლონეთში მოკლული 26 წლის ქალის, როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს. როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, ბავშვების ჩართულობით დროებითი მეურვის სტატუსი მიენიჭა.

“საფარის” ჩართულობით მოვიძიეთ პოლონური ორგანიზაცია და მათი ადვოკატის დახმარებით ბებიას მიენიჭა დროებითი მეურვის სტატუსი”, – განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატმა თამარ ლუკავამ “რადიო თავისუფლებას”.

ბებიისთვის ბავშვების მუდმივი მეურვის (18 წლამდე) სტატუსის მინიჭების საკითხზე სასამართლო განხილვა გაგრძელდება, რის ფარგლებშიც, ქართულმა მხარემ უნდა წარადგინოს სოცმუშაკის შეფასება, არის თუ არა ბავშვების ბებიის სახლში შესაბამისი გარემო, რომ მათ იქ ცხოვრება გააგრძელონ.

შეგახსენებთ, როზეტა ყალიჩავა 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მკვლელობა პოლონეთის ქალაქ ლოძში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ქალს სამი შვილი დარჩა.

იტვირთბა....