9 აპრილის გმირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. შიმშილობის 28-ე დღეს ლელა ვეფხვაძე და მისი და საავადმყოფოში გადაიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოშიმშილეების მდგონმარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
გუშინ ძალიან დამძიმდნენ და გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებენ გამოკვლევებს. ისინი უსამართლოდ არიან გატავისუფლებულები სამსახურიდა და სწორედ ამას ემსახურება პროტესტის უკიდურესი ზომა“, – ნინო ნიშნიანიძე.
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მრჩეველი რევაზ მაიუსრაძე ამბობს, რომ თუ ლელა ვეფხვაძის და მისი დის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მერე სხვებიც მოითხოვენ, ამიტომ, მისი თქმით, მსგავსი პრენცენდენტის დაშვებას არ აპირებენ.
პრენცენდენტის დაშვებაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ბოლოს მიგვიყვანს ანარქიასთან. იმიტომ რომ თუ დაკმაყოფილდება ორი ადამიანის მოთხოვნა, მის ნაცვლად ხვალ ოთხი ადამიანი გაჩნდება.
მათ მეორე დღიდანვე შეეძლოთ მუშაობის დაწყება, უბრალოდ ამბობენ, რომ მხოლოდ ცირა ვეფხვაძის დირექტორობის პირობებში უნდათ მუშაობა და ეს ეხლა ორი სხვადასხვა თემაა“,- ამბობს მაისურაძე.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი თვეა უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
ფოტო: ტვ პირველი

