გომელაურმა ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა, – აღნიშნულის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათ არავინ აინტერესებთ, მათ შორის არც ბავშვი.
“ფაქტია, რომ გომელაურმა ჩემი ოჯახი გაწირა. მან ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა, რომელიც 14 საათი ჩაკეტილი ჰყავდათ. მათ არავინ აინტერესებთ, მათ შორის არც ბავშვი.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ, გააგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს გააგრძელებენ, იმისთვის რომ მამაჩემზე შური იძიონ”, – აცხადებს ნინი გოგაშვილი.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

