კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ საუბრობენ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გაუფრთხილდნენ.
“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან.
თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში”, – აცხადებს კობახიძე.

