ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული და არ იცის როგორი სტრატეგია აირჩიოს, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს.
მისივე თქმით, ივანიშვილისთვის სანქციები საკმაოდ დიდი შიშის ფაქტორია.
“ივანიშვილის ტვინში მოხარშული გზავნილი იყო ომის რიტორიკა. მისი ინტერესია დაიცვას საკუთარი ფინანსური კაპიტალი, სხვა მიზეზი არ გააჩნია. ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული და არ იცის როგორი სტრატეგია აირჩიოს. ბოლოს ამბობს, რომ მოდი დავალაგოთ უერთიერთობები აშშ-სთან და ევროკავშირთან, რადგან სანქციები მისთვის საკმაოდ დიდი შიშის ფაქტორია. იგი არის არაფორმალური მმართველი, რომლის გარეშეც “ოცნების” სხვა წარმომადგენლები სიტყვის წარმოთქმას ვერ ბედავენ”, – აცხადებს დეკანოიძე.

