ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

სამხრეთის ფრონტზე უკრაინული კონტრშეტევისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის – ბატიაშვილი

ასეთია HIMARS-ებით ხერსონის ხიდის დაბომბვის შედეგი, – აღნიშნული აღწერით, “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს.

მისივე თქმით, მზადება სამხრეთის ფრონტზე უკრაინული კონტრშეტევის დასაწყებად გადამწყვეტ ფაზაში შედის.

“დიდწილად ამ ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსული სამხედრო დაჯგუფება.

ახლა მომარაგების ეს გზები იკეტება და ამ გზების სრულად დაკეტვის შემდეგ დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა.

ასეთივე ბედი ეწევა ყირიმის ხიდსაც. უკრაინა გაიმარჯვებს”, – წერს ბატიაშვილი.

იტვირთბა....