ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსი სამხედროებისგან სრულად გათავისუფლებულია ანდრეევკა და ლოზოვოე – ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი“

ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან ანდრეევკა და ლოზოვოე სრულად გაწმინდეს.

როგორც სარდლობაში აცხადებენ, უკრაინულმა ავიაციამ სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავების, ბომბდამშენების და ვერტმფრენების გამოყენებით ოთხი დარტყმა მიაყენა მტერს, რის შედეგადაც, განადგურდა მტრის დასაყრდენები ანდრეევკას, ბელოგორკასა და ბლაგოდატნის რაიონებში.

“უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, მტრის დანაკარგებია: ცოცხალი ძალის 89 წარმომადგენელი, T-62 ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნების სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა და ექვსი მანქანა, ბელოგოროვკაში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....