ახალი ამბები პოლიტიკა

“პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს” – ხიდაშელი ივანიშვილის წერილზე

პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თეა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ივანიშვილის გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება.

“ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებები არის ურჩევნიათ რეალურ მმართველებს ელაპარაკონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს, ამიტომ აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, უკვე კელი დეგნანი აღარ იყო მათი შეტევის ობიექტი, ან რომელიმე სხვა ელჩი, ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, ასეთი რამე აქამდე არ მომხდარა და როდესაც ამ ფონზე ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, უნდა ვივარაუდოთ, ჯერ ჯერობით მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება”, – აცხადებს ხიდაშელი. 

იტვირთბა....