ახალი ამბები პოლიტიკა

ამ წერილით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიაა – სამადაშვილი

ამ წერილით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიაა, – ასე ეხმაურება პარტია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ივანიშვილი არა მხოლოდ ერევა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის წარმართავს მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში.

“ეს წერილი კიდევ ერთხელ არის დადასტურება სწორედ იმის, რომ ჩრდილოვანი, ოლიგარქიული მმართველობა დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ეს დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით. დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის აქტიურად ერევა, არა მხოლოდ ერევა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის წარმართავს მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს სამადაშვილი.

იტვირთბა....