ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სეფაშვილი: ქალს და მამაკაცს, ორივეს ერთნაირად მოეთხოვება ეთიკურობა, ზრდილობა და პატივისცემა

[su_quote]ზოგადად, ასეთი კადრები ძალიან ცუდი საყურებელია ნებისმიერი მხარისთვის, ვინც არ უნდა იყოს და რაც შეეხება ქალს და მამაკაცს, ორივეს ერთნაირად მოეთხოვება ეთიკურობა, ზრდილობა და პატივისცემა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ[/su_quote]

ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა სეფაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

დღეს კი ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ამ თემის ირგვლივ განცხადება გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა:

“მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა… თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა”.

ამავე თემაზე: “კობახიძე არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილი, თავმდაბალი პიროვნება”, – სეფაშვილი

იტვირთბა....