ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე “მთავარის“ ჟურნალისტზე – სიბინძურისგან ისე იყო გაბოროტებული, პირზე დუჟი მოადგა

[su_quote]”გუშინ “მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს “რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა” იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ “მთავარის” ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.

ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

ამავე თემაზე: “გრიგოლიასგან, თარგამაძისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან – პატარა ქალებისგან და პატარა კაცებისგან ეს არავის გაკვირვებია” – კობახიძე

იტვირთბა....