[სააკაშვილი] ვეღარ დადის, ფერი აქვს საშინელი, ყოველდღე უარესად ხდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არის რაღაც სხვა მიზეზებიც, რომელიც გამოკვლეული არ არის.
“ხვალ ახლა უტარდება კიდევ რაღაც მორიგი გამოკვლევა. და რთულდება იმ მხრივ, რომ იცით რა, სუსტდება ადამიანი, პრაქტიკულად უკვე ვეღარ დადის, ფერი აქვს საშინელი ჩემი თვალით, ყოველ დღე ხდება გაუარესება. არის როგორც ჩანს სხვა მიზეზებიც, რომელიც ალბათ გამოკვლეული არ არის.
რა ვიცი რა ვიფიქრო, საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს ციხეში, დავიწყოთ აქედან, რატომ არის, რატომ არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, სახელმწიფო და გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, რატომ არის დღეს ციხეში”, – აცხადებს გიული ალასანია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” თითქმის 3 თვეა რაც მკურნალობს.

