ახალი ამბები მედია მთავარი

“შენ რაცას აკეთებ, ეს არის შანტაჟი” – დაპირისპირება გაჩეჩილაძესა და გენდირექტორს შორის (ვიდეო)


.

ტელეკომპანია “მაესტორს” გენერალურ დირექტორს ბაია გადაბაძესა და საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძეს შორის, დამფუძნებელთა კრების  დაწყებამდე, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“შენ რაცას აკეთებ, ეს არის შანტაჟი” – მიმართა გაჩეჩილაძემ გადაბაძეს. თავის მხრივ, გადაბაძემ განაცხადა, რომ ირაკლი რუხაძის დამსახურებაა, რომ ინგა გრიგოლია “მაესტროში” არ მუშაობს.

“გინდა წადი, გინდა დარჩი” – ასე მიმართა გაჩეჩილაძემ გენერალურ დირექტორს.

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია “მაესტროში” გია გაჩეჩილაძე მივიდა. გაჩეჩილაძეს მაესტროს შესასვლელთან გადაბაძე დახვად და სწორედ აქ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია გაჩეჩილაძემ, რომ არხის ახალი გენერალური დირექტორი მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე იქნება.

გაჩეჩილაძემ მედიასთან ასევე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი და პრემირ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, შეხვედრა შედგა.

„ორ დღეში ერთხელ მაქვს მასთან შეხვედრა. ამაში რა არის პრობლემატური?“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრისას აბსოლუტურად სხვა თემებზე ისაუბრეს.

იტვირთბა....