ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი მძიმე ფასს გადაიხდის ებრაული დღესასწაულების დროს თავდასხმების ესკალაციისთვის.
ამის შესახებ ისრაელ კაცმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ნაიმ ყასემისთვის მაქვს მკაფიო მესიჯი – თქვენ და თქვენი თანამოაზრეები უკიდურესად მაღალ ფასს გადაიხდით ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული გაძლიერებული სარაკეტო ცეცხლისთვის, როდესაც ისინი ფესახის აღსანიშნავად შეიკრიბნენ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

