საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი განსახილველად არ მიიღო. საქმე ეხებოდა თეა წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის არაკონსტიტუციურობიდს დადგენას. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად მიიღო და მოსარჩელე მხარეს წაერთვა უფლება მოესმინათ, რის საფუძველზე იღებდნენ მოსამართლეები ამ გადაწყვეტილებას.
კომისია, რომლის მიზანსაც საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულება წარმოადგენდა არაკონსტიტუციურია – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში .
პარტიაში აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულვებელყოფა და თვითნებობა.
თეა წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზეზით ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში უკვე იყვნენ. ახლა მათ პარტიებს მთლიანად გაუქმებით ემუქრებიან.

