თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უწყებაში შეტყონინება შევიდა ოდესის პორტის დაბომბვასთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრე კუბრაკოვთან, ისე, რუსულ მხარესთან.
ჰულუსი აკარის თქმით, რუსები ირწმუნებიან, რომ ოდესის პორტის დაბომბვასთან საერთო არაფერი აქვთ.
“რუსებმა გვითხრეს, რომ აბსოლუტურად არანაირი შეხევა არ აქვთ ამ თავდასხმასთან და რომ ძალიან დიდი ყურადღებით და დეტალურად სწავლობენ საკითხს”, – აცხადებს აკარი.
სწორედ თურქული მხარის ჩართულობით მოეწერა გუშინ ხელი შეთანხმებას ურკაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესის კომერციული საზღვაო პორტი დაბომბეს, სადაც საექსპორტოდ გამზადებული მარცვლეულის საცავია მოწყობილი.
ამავე თემაზე: ცნობილია, მოხვდა თუ არა ოდესის პორტში ჩამოგდებული რაკეტები მარცვლეულის საცავებს
ამავე თემაზე: “რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს ის” – ვოლოდიმერ ზელენსკი