ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ცნობილია, მოხვდა თუ არა ოდესის პორტში ჩამოგდებული რაკეტები მარცვლეულის საცავებს

დღეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა დაბომბეს. რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა ოდესის პორტში, რის შედეგადაც, ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.

“სამხრეთის” ოპერატიული სარდლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის პორტში არსებული მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა.

“ნათელია, რომ მტრის სამიზნე სწორედ ოდესის კომერციული საზღვაო პორტი იყო. “კალიბრის” ტიპის ოთხი რაკეტა ზუსტად მისი მიმართულებით გაუშვეს. ორი მათგანი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი უშაულოდ პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა”, – განუცხადა გუმენიუკმა ჟურნალისტებს.

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და არც პორტის ინფრასტრუქტურას მიყენებია მნიშვნელოვანი ზარალი. ნატალია გუმენიუკის თქმით, რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად უმნიშვნელო ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა მოკლე დროში ჩააქრეს.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტში რაკეტები დღეს ჩამოაგდეს, რასაც წინ უძღოდა გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ.

ამავე თემაზე: “რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს ის”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

ამავე თემაზე: “ოდესის პორტის დაბომბვით, პუტინმა სახეში შეაფურთხა თურქეთის პრეზიდენტს და გაეროს გენმდივანს” – უკრაინული მხარე

იტვირთბა....