[su_quote]მივესალმე გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას უკრაინიდან მარცვლეულის შავი ზღვის გავლით გადატანისა და რუსეთის ბლოკადის დასრულების შესახებ. დიდი ბრიტანეთი ურყევად დგას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი ხალხის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, რაღა მათ გააგრძელონ რუსეთის აგრესიის მოგერიება[/su_quote]
ამის შესახებ Twitter-ზე წერს ბორის ჯონსონი, რომელიც ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევამდე, მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.
შეგახსენებთ, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ეწსპორტთან დაკავშირებით ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ოდესის პორტი დაბომბეს, რამაც შესაძლოა, პროცესს ხელი შეუშალოს.
ამავე თემაზე: “ოდესის პორტის დაბომბვით, პუტინმა სახეში შეაფურთხა თურქეთის პრეზიდენტს და გაეროს გენმდივანს” – უკრაინული მხარე