ახალი ამბები მედია მთავარი

“მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ.

“მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა “მაესტროს” თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არცერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო  სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არცერთი მცდელობა.

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და “მაესტრო” არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....