„ვფიქრობ, ეს განცხადება იყო ალბათ, გაუაზრებელი, მაგრამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს განცხადება სცდება ყველანაირი დასაშვებობის ჩარჩოს. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი ყველა იმ ბავშვს და მათ მშობლებს, ვისაც ეს თემა პირადად შეეხო, ბოდიშს უხდის.
უმრავლესობის დეპუტატს, გოგი თოფაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ განმარტებები მთავრობის სხდომაზე გააკეთეს. თეა წულუკიანი თოფაძის პარტლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გაუაზრებელს უწოდებს.
თავად თოფაძე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ბოდიში თავად პრეზიდენტმა უნდა მოიხადოს თავისი გამონათქვამებისთვის.
შეგახსენებთ, ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ გუშინ განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა“.