[su_quote]ძალიან აღელვებული ვიყავით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩემნაირად განადგურებული ადამიანები, რადგან ევროპარლამენტარები დიდი გულისტკივილით და გულშემატკივრობით ეახლნენ კრიმინალი სააკაშვილის დედას და გულშემატკივრობა გამოხატეს და მიუსამძიმრეს ის, რომ თურმე სააკაშვილი ციხეში, ვერ არის იქ კარგად და უნდა გამოუშვან… აქედან კიდევ მინდა მივმართო ამ ევროპარლამენტარებს, რომ ნამდვილად გაოცებულები ვართ მათი ქმედებებით, რადგან მე არ მახსენდება, ჩვენთან მოსულიყვნენ და ჩვენი გულისტკივილი ეკითხათ. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდით ამ უსამართლობის წინააღმდეგ და ვეხვეწებოდით საელჩოებსაც, ევროპარლამენტარებსაც, რომ მოექციათ ყურადღება, მაგრამ არავის მოუქცევია სამწუხაროდ. ეს არის ძალიან გულსატკენი, რადგან ჩვენ, მე პირადად ეროვნული მოძრაობიდან ვიდექი ქუჩაში სწორედ ევროპული ღირებულებების გამო. ჩვენ სხვანაირად გვესმოდა ევროპული ღირებულებები და დღეს სამწუხაროდ აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე[/su_quote]
ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გადაცემაში “იმედი LIVE“ განაცხადა.