ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

„კადიროვს პუტინის ღალატი და ჩეჩნეთის რუსეთისგან გამოყოფა სურს“ – სამხედრო ექსპერტი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, ალბათ, ფიქრობს რესპუბლიკის რუსეთისგან გამოყოფაზე და დიქტატორი პუტინის შესაძლო ღალატზე, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, კადიროვის მიერ პუტინისთვის ჩეჩნეთში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების მოთხოვნა მიზნად სწორედ ამაზე მიუთითებს.

„კადიროვი ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რა აუცილებელია მისთვის საჰაერო თავდაცვა? მას კარგად ახსოვს ჩეჩნეთის მეორე ომი, როდესაც რუსულმა ავიაციამ გროზნო დაბომბა. საჰაერო თავდაცვა იყო ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა, რომელსაც კადიროვმა უღალატა, ახლა კი რუსეთის ღალატი უნდა, მისი ეს პოზიცია არ მიკვირს“, – განაცხადა ჟდანოვმა.

იტვირთბა....