საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, ლარის გაუფასურებას გარე ფაქტორების გარდა, საქართველოს პრეზიდენტსა და საკონსიტუტიცო სასამართლოს უკავშირებს.
თამაზ მეჭიაურის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიერ საბანკო ზედამხედველობის სამსახურისთვის ვეტოს დადებისა და საკონოსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ კანონის შეჩერების გამო ეროვნულ ვალუტას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
„კურსთან მიმართებაში თუ რაიმე მოხდება, ან აქამდე თუ მოხდა გარე ფაქტორების გარდა თუ ვინმე მიუთითებს, რომ ეს შიდა ფაქტორების ბრალი იყო, შიდა ფაქტორები მაქსიმალურად ორი ინსტიტუტის გადაწყვეტილებების გამო იყო გამოწვეული, ეს იყო პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი ისედაც იყო, მათ ეროვნულ ბანკს საშუალება კონტროლის გარეშე თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა,” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.