ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდინი: უკრაინა აშშ-ს არჩევნებში ჩაერია

“უკრაინა აშშ-ს არჩევნებში ჩაერია”, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-ზე წერს, რითაც ეხმაურება კონგრესის შუალედურ არჩევნებს, რომელიც შტატებში რამდენიმე თვეში გაიმართება.

ვოლოდინის თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები გაგრძელდეს.

“უკრაინა აშშ-ს არჩევნებში ჩაერია. სამთვენახევარში აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ ბაიდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქ [კონგრესში] მომხრეთა უმრავლესობის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება იმპიჩმენტი გამოუცხადონ და ნაკლებად სავარაუდოა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი გახდეს, რაც მის გეგმებშია.
ამ არჩევნებში უკრაინა მნიშვბელოვან როლს ასრულებს. ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდნეტობისას, ბაიდენი მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და მაიდანის მოვლენების აქტიური მხარდამჭერი იყო. თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ, ის უკანასკნელ უკრაინელამდე ომის წარმოების იდეოლოგი გახდა და ყველაფერი გააკეთა, რომ დონბასში მშვიდობიანად არ მოგვარებულიყო საკითხი. ბაიდენისთვის აუცილებელია უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. სხვა გამოსავალი მას არ აქვს. თავის დროზე, ის კიევში სახელმწიფო გადატრიალებას და ნაცისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს. დღეს, ბაიდენი ძალაუფლებას ეპოტინება და მსოფლიოს ითრევს შეიარაღებულ კონფლიქტსა და ეკონომიკურ კრიზისში. შტატებში ინფლაცია ბოლო 40 წლის რეკორდს ხსნის, ევროკავშირში ისტორიული ფასების ზრდაა, უკრაინამ კი ამ დროს, დამოუკიდებლობა დაკარგა და ჩამოშლის პირასაა. უღირს ბაიდენს პრეზიდენტის სავარძელი ასეთ მსხვეროლად? – წერს ვოლოდინი.

 

 

იტვირთბა....