ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დონბასი ჯერ დაკარგული არაა – მარკ მილი

უკრაინისთვის დონბასის რეგიონი ჯერ კიდევ არ არის „დაკარგული“, ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

“ძირითადი ხაზი არის ის, რომ ჯამში ფასი ძალიან მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალია, გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს ლუგანსკში, დონბასის რეგიონში, თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად „დაკარგულია თუ არა დონბასი? არა, ჯერ არ არის დაკარგული. უკრაინელები რუსებს აიძულებენ გადაიხადონ ყოველი სანტიმეტრისთვის, რასაც მოიპოვებენ“, – თქვა მან ოთხშაბათს.

დონბასის რეგიონში უკრაინულ ძალებსა და რუსულ ძალებს შორის ტერიტორიის ცვლილება „სიტყვასიტყვით ასეულ მეტრშია გაზომილი. რამდენიმე დღეში შეიძლება რუსებიდან ერთი-ორი კილომეტრი გაიარო, მაგრამ ამაზე ბევრად მეტი არა“, – დასძინა მილიმ.

მისი თქმით, 90 დღიანი სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ რუსეთმა მთავარ მიზნად დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდება დაისახა მიზნად, თუმცა, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთზე ძალიან მცირე პროგრესს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, გენერალმა მილმა აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ძალიან დაძაბულია.

”ეს არის ძალიან ინტენსიური, ბრძოლა და ძალიან ბევრი ძალადობა – ათიათასობით საარტილერიო სროლა ყოველ 24 საათში, ბევრი მსხვერპლი ორივე მხრიდან.”, – თქვა მან.

იტვირთბა....