ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის წინააღმდეგ შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში იმ ყველაფერს ცდის, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არის შესაძლებელი.

“როდესაც ჩვენს პარტნიორებს მივმართავთ ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევით ან მოთხოვნით, ეს უკრაინის გამოცდილებას ეფუძნება – იმას, რაც გადავიტანეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნებში შეუძლია. ყველაფერი გაზის ომით დაიწყო და სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორითა და უკრაინის გადამწვარი ქალაქებით დასრულდა. სხვას არავის რომ არ დაემართოს იგივე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხელშესახები, ერთობლივი გამარჯვება რუსეთზე უკრაინაში. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ეს, მით უფრო ნაკლები ზარალი და ტანჯვა მიადგებათ ევროპულ ოჯახებს და ყველა ევროპულ ქვეყანას”, – განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....