ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“უკვე საკმარისად დავთესეთ ქაოსი”, სანამ ამერიკელები ამას არ იტყვიან, უკრაინას მოლაპარაკების უფლებას არ მისცემენ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავლის პოვნას არ დაუშვებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ “უკვე საკმარისად დათესეს ქაოსი” და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ უკრაინელებს მოლაპარაკებების განახლების უფლებას.

„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელებს მოლაპარაკების უფლებას არ მისცემენ იქამდე, სანამ ამერიკელები არ გადაწყვეტენ, რომ „უკვე საკმარისად სკანდალურები ვიყავით, ქაოსი დავთესეთ, ახლა შეგვიძლია დავტოვოთ ისინი საკუთარ თავთან, ვნახოთ, როგორ გამოვლენ“ – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებით ცდილობენ რუსეთს ევროპის წინააღმდეგ მოქმედებისკენ უბიძგონ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....