ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ვაგნერის” ჯგუფი განადგურებულია – უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების 58-ე ცალკეული მოტორიზებულმა ქვეითმა ბრიგადამ რუსული სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” გაანადგურა, – აღნიშნულის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაი აღნიშნავს, რომ ხსენებული რუსული დაჯგუფება მთლიანად განადგურებულია.

„რუსული ჯარები კვირების განმავლობაში იდგნენ და პატარა ქალაქიც კი ვერ აიღეს. მეორე დღეს ისინი ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ ჰეტმან ივან ვიხოვსკის სახელობის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციებზე, რომელიც იცავდა ლუგანსკის რეგიონს. დაქირავებულები თავს დაესხნენ 58-ე პოზიციებს ასევე ჰაერიდან. ერთ-ერთი სუ-25-ის მფრინავი, რომელიც დაქირავებული იყო რუსული კერძო სამხედრო კომპანიის მიერ, რამდენიმე დღე ზედიზედ ესროდა ჩვენს ბიჭებს უმართავი რაკეტებით, საბოლოოდ კი განადგურდა“, – განაცხადა გაიდაიმ.

საგულისხმოა, რომ რუსეთი “ვაგნერის” დაჯგუფებაზე დიდ იმედებს ამყარებდა და მათ  ლუგანსკის რეგიონში პოპასნასა და ლისიჩანსკის დაპყრობაში მთავარი როლი უნდა ეთამაშათ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშატაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....