ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

1000-ზე მეტი ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, წინ კიდევ 2 500-ზე მეტის დეოკუპაციაა – რეზნიკოვი

1000-ზე მეტი ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, წინ კიდევ 2 500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრა, ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება, თუმცა ამისთვის იარაღი დროულად უნდა მიიღონ.

“არსებული მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, წინ კიდევ 2 500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა.

რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას”, – აცხადებს რეზნიკოვი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბური ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....