ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბრიტანულმა დაზვერვამ ხერსონში რუსების საკვანძო დაუცველობის ადგილი დაასახელა

უკრაინელმა ჯარებმა ხერსონის რეგიონში დნეპერზე გადასასვლელ ანტონოვსკის ხიდზე იერიში მიიტანეს – სავარაუდოა, რომ ხიდი კვლავ გამოსაყენებლად ვარგისია, მაგრამ ეს არის მთავარი დაუცველობა რუსული ძალებისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, დნეპრის გადასასვლელების კონტროლი, სავარაუდოდ, რეგიონში ბრძოლების შედეგში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის გზაზე. ეს არის ერთ-ერთი იმ ორი საგზაო გადასასვლელიდან დნეპრის გავლით, რომლითაც რუსეთს შეუძლია მიაწოდოს ან გაიყვანოს თავისი ჯარები მდინარის დასავლეთით ოკუპირებული ტერიტორიიდან. ქალაქი ხერსონი, სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დნეპრის ქვედა ტრასა წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს, რომლის ტიპიური წყლის გზის სიგანე დაახლოებით 1000 მ-ია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზვერვა წერს, რომ ხერსონში რუსებმა უმნიშვნელო წარმატებას მიაღწიეს და მთავარი თავდაცვითი ხაზი ისევ უკრაინელების ხელშია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბური ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....