ახალი ამბები მედია მთავარი

ბაია გადაბაძე: “ეჭვი მაქვს, რომ ირაკლი რუხაძე შეუკვეთავს მუსიკას”

საგანგებო განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა. ბაია გადაბაძე, ხვალ ჩანიშნულ პარტნიორთა კრებისგან მოითხოვს არგუმენტებს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მან კომპანიის აუდიტის დასკვნაც გაასაჯაროვა.

ბაია გადაბაძის განმარტებით, დასკვნაში წერია, იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ტელეკომპანიას აქვს მაკა ასათიანის მიმართ. საუბარია 10 მილიონ 417 ათას დოლარზე და 760 ათას ევროზე.

არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, ეს არის გასული წლის დეკემბერში ჩატარებული, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მოთხოვნილი აუდიტის დასკვნა.

ასევე “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა მის შემცვლელზე. ბაია გადაბაძის ინფორმაციით, მის ადგილს გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.

„ადამიანი, ვინც იხდის ფულს, ირაკლი რუხაძე, რომელიც ერევა და ჩრდილოვანად მართავს ტელეკომპანია იმედს, საიდანაც გაუშვეს ინგა გრიგოლია, ლევან ჩხაიძე, სწორედ ეს მიჩენს კითხვის ნიშნებს და არა ის, რომ გია გაჩეჩილაძე ჩაერევა. რადგან, ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. მე ეჭვი მაქვს, რომ ირაკლი რუხაძე შეუკვეთავს მუსიკას,“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

იტვირთბა....