ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სანდრომ ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მძიმე ბრძოლაში,(15:11) სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს სანდრო ბაზაძის პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

იტვირთბა....