ახალი ამბები სპორტი

კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია – სამინისტრო

კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას სრულმხარდაჭერას უცხადებს.

“საქართველოს ნაკრებისა და ,,ნაპოლის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიუღებელია სპორტსმენის მიმართ მსგავსი თავდასხმები.

ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ჰკითხა, რა გახდა რუსეთიდან მისი წამოსვლის მიზეზი, რაზეც კვარაცხელიამ განაცხადა, რომ კითხვა პოლიტიკურია:

“რთული საკითხია, უფრო პოლიტიკური შეკითხვაა ჩემი აზრით და იმიტომ დავტოვე, რომ საჭიროებამ მოითხოვა და წავედი საქართველოში სათამაშოდ და ვფიქრობ ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამიტომ დავტოვე… უფრო პოლიტიკური შეკითხვაა”, – თქვა კვარაცხელიამ.

იტვირთბა....