სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული და არა ახალ საქმეზე.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, – ავრცელებს “ინტერპრესნიუსი” სუს-ის განმარტებას.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი გუშინ, გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ამავე თემაზე: “გადაატრიალეს სახლები, კიდევ არ მეგონა, რომ ასეთი სისულელე შეიძლება გააკეთო” – გოგაშვილის შვილი
ამავე თემაზე: “რის გასაჯაროვებასაც აპირებდა, ყველა მასალა აქვს დიპლომატიურ კორპუსს” – გოგაშვილის შვილი