ახალი ამბები პოლიტიკა

გოგაშვილის შვილი: რის გასაჯაროვებასაც აპირებდა, ყველა მასალა აქვს დიპლომატიურ კორპუსს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამამისის დაკავება 2021 წლის “სუსის ფაილების” საქმეს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, გოგაშვილის დაკავება დროში საეჭვოდ დაემთხვა მის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტსაც, რომელშიც სოსო გოგაშვილი წერდა, რომ საჯაროდ, ტელეეთერებიდან აპირებდა სიმართლის მოყოლას და “ქართულ ოცნებას” მიმართავდა:

“ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო”.

გოგაშვილის შვილმა დღეს, მედიასთან გაკეთებულ პირველ კომენტარში მამის დაკავების შესაძლო მოტივებზე საუბროსას აღნიშნა.

“ეგეც [ეს პოსტიც] შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს, რადგან იმ ღამესვე შემოვარდნენ, გეგონება ტერორისტები ვიყოთ. რამდენიმე წლის წინ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ კონკრეტული პიროვბება (სახელს და გვარს არ გავიმეორებ) აპირებდა სასაფლაოზე ჩვენს აფეთქებას, ბრიფინგზე თქვეს, რომ ის იყო მკვლელი, ტერორისტი და დღეს ქუჩაში დადის და მოგვიწოდებს, “შინ ევროპისკენო”, მამაჩემს კიდევ იჭერენ… დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს ყველაფერი, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას. დეტალები არ ვიცი. მაგათ ტვინში რა მოიხარშება, მე ხომ არ ვიცი”, – აცხადებს ნიკოლოზ გოგაშვილი.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი გუშინ, გვიან ღამით  საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

 

იტვირთბა....