მსოფლიო

ანჯელინა ჯოლის ფსიქიატრი სჭირდება

ანჯელინა ჯოლის ფსიქიატრთან კონსულტაცია სჭირდება. მსახიობის ახლობლები და მისი ქმარი, ბრედ პიტი ჯოლის ფსიქიკური მდგომარეობით ძალიან შეშფოთებულები არიან. ტაბლოიდების წყაროს ინფორმაციით, რომელიც ვარსკვლავურ ოჯახთან დაახლოებული პირია, ანჯელინა უკვე მხოლოდ 37 კგ-ს იწონის.

მსახიობი რამდენიმე დღეა უარს ამბობს ნორმალურ კვებაზე და მხოლოდ წვნიან კერძებს ჭამს. ანჯელინას ბევრი სირთულე შეხვდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მან ორი ოპერაცია გადაიტანა, ანჯელინას ფალოპის მილები და საკვერცხეები ამოაჭრეს, ასევე – ჩაუტარდა ორმაგი მასტექტომია. ქირურგიული ჩარევების შემდეგ ჯოლიმ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა შეაჩერა.

ბრედ პიტს აღარ შეუძლია უყუროს, როგორ უარესდება მისი ცოლის მდგომარეობა და ექიმებს მიმართა. ანჯელინა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

fortuna.ge

იტვირთბა....