დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ კორპუსში მსხვერპლის ოდენობა იზრდება. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 46 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის Facebook გვერდზე გავრცელა.
“ღამით ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 46 ცხედარი, მათ შორის, 9 წლამდე ბავშვის, ხოლო ნანგრევებიდან ცოცხლად 9 ადამიანია ამოყვანილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
რუსმა სამხედროებმა ჩასოვ იარზე იერიში 9 ივლისს მიიტანეს.